29 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება

გამოწერა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პარასკევიდან მუშაობას განაახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელმაც მუშაობა კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის ბოლოს შეაჩერა, 29 მაისიდან მუშაობას განაახლებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან იყო შეჩერებული.

"29 მაისიდან ამუშავდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო", – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მგზავრობისას დაწესებული იქნება გარკვეული შეზღუდვები. მგზავრობისას აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0