საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 8 ივნისიდან განაახლებს მუშაობას

© photo : Embassy of Armenia to Georgia / FBავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 31 მარტიდან მუშაობა შეაჩერა ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მათ შორის მეტრომ.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა 8 ივნისიდან აღდგება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხშაბათს გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„ეს გადაწყვეტილება, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით მივიღეთ“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მგზავრებისთვის დაწესებული იქნება გარკვეული წესები და შეზღუდვები.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო 29 მაისიდან განაახლებს მუშაობას.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 31 მარტიდან კი კომენდანტის საათი ამოქმედდა, მუშაობა შეაჩერა ყველა სახის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მათ შორის მეტრომ. თბილისში სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება 18 მარტს აიკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0