„საქართველო მარად ჩემ გულშია“: რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა ფლეშმობი მოამზადეს

© photo: Sputnik / S. Blokhin / გადასვლა მედიაბანკშიპეტრე I–ი ძეგლი სანქტ–პეტერბურგში
პეტრე I–ი ძეგლი სანქტ–პეტერბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან ქართველებმა სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მისდამი საკუთარი გრძნობები გამოხატეს.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა, რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის დიასპორათა საკითხების დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მისალოცი ვიდეორგოლი მოამზადეს.

ფონდის პრეზიდენტის დავით ცეცხლაძის თქმით, ფლეშმობი „საქართველო მარად ჩემ გულშია“ სამშობლოსადმი პატივისცემის გამოხატულებაა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – ეს არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა, არამედ იმის შეხსენებაც, რომ მშობლიური ქართული კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების პოპულარიზებისა და შენარჩუნებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე აუცილებელია ერთსულოვნება. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჩვენგანისთვის ორი სამშობლო არსებობს – რუსეთი და საქართველო, და ჩვენი სიყვარული მათ მიმართ უსაზღვროა“, – განაცხადა ფონდის პრეზიდენტმა.

ფლეშმობში მონაწილეობისთვის რუსეთის ცალკეული რეგიონებიდან ერთ ადამიანს უნდა ჩაეწერა ვიდეომიმართვა თავისი ქალაქის ღირსშესანიშნაობის ფონზე. მაგრამ, გამონაკლისის სახით, ორგანიზატორებმა დაუშვეს ის ჩანაწერებიც, სადაც ჩანდა რამდენიმე ადამიანი და გადაღება სახლის პირობებში მიმდინარეობდა. რგოლში მონაწილეობენ ქართველები სანქტ-პეტერბურგიდან, მოსკოვიდან, სოჭიდან, კისლოვოდსკიდან და სხვა ქალაქებიდან.

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0