თბილისი, 26 მაისი - Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება დაგეგმილზე ადრე მოხდება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
მთელ საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტიდანაა შეჩერებული. აღნიშნული შეზღუდვა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესდა.
„ტრანსპორტის გახსნაზე ვმსჯელობთ და ყველა რისკის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნება, იმაზე უფრო მალე, ვიდრე ჩვენ ვგეგმავდით“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, მოიხსნა მრავალი შეზღუდვა, მათ შორის, კომენდანტის საათი, ავტომობილით სამ კაცზე მეტის გადაადგილებისა და სამზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვა.
საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლისის შუა რიცხვებში ამუშავდება >>
თუმცა მთავარი კითხვა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს – როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში – კვლავ ღიად რჩება.