ჯაღმაიძე საპატრიარქოს დაფინანსებაზე: ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია

გამოწერა
საქართველოს საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ საუბრობს.
ჯაღმაიძე საპატრიარქოს დაფინანსებაზე: ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია
„ეს თანხა არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე. დანიშნულება მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს და რიცხავს სახელფასო ფონდებში, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. ჩატარდა კვლევა და დადგინდა, რომ ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მლნ ლარიდან 90%-ზე მეტი იხარჯება საგანმანათლებლო სფეროში. არც ერთი მანქანა არ არის ნაყიდი ამ ფულით. არც ერთი კაპიკი არ არის დახარჯული ვინმეს პირად ქონებაზე. ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ“, – ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

2020 წლის ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება, ისევე, როგორც წინა წლებში, 25 მლნ ლარს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0