Google-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური დუდლი გამოუშვა

© Sputnik / Alexander Imedashviliახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს დებენ
ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს დებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
Google-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თავის მომხმარებელს ქვეყნის მთავარი დღესასწაულის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. მსოფლიოში უდიდესმა საძიებო ინტერნეტ–სისტემა Google-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავის სასტარტო გვერდზე დუდლის განთავსებით მიულოცა ქართული დროშით.

საძიებო სისტემაში მითითებულია, რომ საქართველო დღეს, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დუდლის მეშვეობით ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია გადასვლა გვერდზე, სადაც განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულის შესახებ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

ქვეყნის მთავარი დღესასწაული ყოველ წელს მასშტაბურად აღინიშნება, თუმცა კორონავირუსის მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება.

კორონავირუსის პანდემიის გამო სახელმწიფო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0