როგორც იდეის ავტორები ამბობენ, „წლევანდელი კამპანიის საკომუნიკაციო გზავნილი „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან მარკეტინგულ აქტივობას, მათ შორის არის მთავარი საიმიჯო რგოლი. კონცეფცია გვიზიარებს ღირებულებებს, რომელიც გვაერთიანებს და ისტორიებს, რომელიც გვეამაყება“.
ვიდეოს რეჟისორი გიორგი პოპიაშვილია, რომელმაც თავადვე შეიმუშავა სცენარი. რგოლის დამდგმელი ოპერატორი გიორგი შველიძე, ხოლო მისი გადაღება უზრუნველყო კომპანიამ „მეტრო პროდაქშენმა“.