ზურაბიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. დღეს უჩვეულო 26 მაისია – საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისი ქვეყნის მთავარი დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, რომელიც, ჩვეულებრივ, მასშტაბურად აღინიშნება, მაგრამ კორონავირუსის მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ იმართება.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!.. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალები და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოებაა. დღევანდელი ურთულესი კრიზისის დროს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი... ჩვენმა ჯარისკაცებმა ყველგან, სადაც საჭირო იყო, მაღალ დონეზე შეასრულეს დაკისრებული მოვალება და, რაც მთავარია, საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნის და მოყვასის სიყვარული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

სახელმწიფო უწყებები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0