ტელეწამყვანი ნებისმიერ ასაკში შეუდარებლად გამოიყურება. თიკა ფაცაცია დახვეწილი მანერებითა და ქარიზმით დიდ ყურადღებას იპყრობს. ყოფილი მოდელის ძველ ფოტოებზე თიკას ბუნებრივი სილამაზე კარგად ჩანს. ერთ-ერთი ყველაზე მხიარული, მომღიმარი, ულამაზესი ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გულგრილს არავის ტოვებს. თიკას ტელეეკრანზე გამოჩენა დიდი ზეიმია და გადაცემებს რეიტინგიც შესაბამისი აქვთ. ამჯერად თიკა მსახიობ არჩილ სოლოღაშვილთან ერთად გადაცემა „არ გაჩერდეს“ ჩაწერისას გამოჩნდა. შესვენებისას ტელეწამყვანებმა თანამედროვე ცეკვა ერთობლივად შეასრულეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ვიდეომ დიდი გამოხმაურება და უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა. „განწყობას მიქმნის და აქაც იყოს“, – დაწერა თიკამ.
ვიდეომ 24 საათში 40 ათასამდე ნახვა დააგროვა. „ყველაზე საუკეთესო წყვილი ტელესივრცეში“, „ძალიან საყვარლები ხართ“, „აი, ყველაფერს როგორ იხდენთ?!“, „შენ კი ყველას უქმნი არაჩვეულებრივად კარგ განწყობას, როგორ ახერხებ რომ ესეთი საყვარელი ხარ?“ – ეხმაურებიან თიკას და არჩილს. აპლიკაცია Tik-Tok-ის მოტივებზე შესრულებული ცეკვა თქვენც აგაცეკვებთ.