სვანეთში ადიდებულმა მდინარეებმა გზები ჩახერგა

© Sputnik / Alexander Imedashviliღრუბლიანი ცა მთაში
ღრუბლიანი ცა მთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და გზები დაზიანდა.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ძლიერი წვიმების შედეგად მდინარეები ადიდდა და გზები დაზიანდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრაში ადიდებულმა მდინარემ სოფლის შიდა გზა დააზიანა.

მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ხევრაში გზის აღდგენითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება.

მდინარემ გზა ჩახერგა ასევე სოფელ ვედშიც, სადაც ერთი ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია.

სამდღიანმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა ლენტეხის მუნიციპალიტეტსაც.

წყალდიდობა სვანეთში - Sputnik საქართველო
სტიქია რაჭაში: ადიდებულმა მდინარემ გზა დატბორა

უხვი ნალექის შედეგად მდინარე მუხრა ადიდდა, წყალი საავტომობილო გზაზე გადავიდა და სოფელ ტვიბთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა.

უამინდობის გამო დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სოფელთან დაკავშირება მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის არის შესაძლებელი. ადგილზე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, სოფელ ტვიბის მიმართულებით მოძრაობის აღდგენა წყლის დონის დაკლებისთანავე სრულად იქნება შესაძლებელი.

ამ დღეებში სინოპტიკოსები ვარაუდობდნენ ამინდის მკვეთრ გაუარესებას, უხვ ნალექს და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების განვითარებას. მათი პროგნოზით, ხვალაც ცუდი ამინდი იქნება და ოთხშაბათს გამოიდარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0