მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოღონდ ჩამოდით: სიცილია და იაპონია ტურისტებს დანახარჯის ნახევარს გადაუხდიან

© Pixabay / milito10სიცილია, ეოლიის კუნძულები
სიცილია, ეოლიის კუნძულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიცილიის ხელისუფლება ტურიზმის აღდგენის პროგრამაზე 50 მლნ ევროს დახარჯვას აპირებს, მაშინ, როცა მხოლოდ მარტსა და აპრილში ტურისტულმა ინდუსტრიამ დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო იზარალა.

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სიცილიაზე პანდემიის დასრულების შემდეგ ჩასულ ტურისტებს უკან დაუბრუნდებათ ავიაბილეთების საფასურის ნახევარი და ასევე სასტუმროს ღირებულების ნაწილი, იუწყება გამოცემა Daily Mail. 

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონის ხელისუფლებამ კუნძულზე ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის ფარგლებში მიიღო — სფერო პანდემიის ფონზე ძლიერ დაზარალდა.   

ცნობილი ხდება, რომ სტრატეგიის თანახმად, ტურისტებს, გარდა ავიაბილეთების ღირებულების 50%-ისა, ასევე გადაუხდიან სასტუმროში ცხოვრების ყოველი მესამე ღამის საფასურს. ამასთან, სიცილიაზე მოგზაურობის მსურველებს სრულიად უფასოდ გადაეცემათ მუზეუმებისა და არქეოლოგიური აღმოჩენების ადგილების ბილეთები, რომელთა საშუალო ფასი მანამდე 13 ევროს ფარგლებში მერყეობდა.

ვაუჩერები ხელმისაწვდონი იქნება საიტზე Visit Sicily. 

კურორტი თურქეთის ბელეკში - Sputnik საქართველო
თურქეთი ტურისტების მისაღებად მზადაა: ამუშავდა ჯანმრთელი ტურიზმის სერტიფიკაციის პროგრამა

გამოცემის ცნობით, სიცილიის ხელისუფლება ტურიზმის აღდგენის პროგრამაზე 50 მლნ ევროს დახარჯვას აპირებს, რაც პანდემიის დროს განცდილ დანაკარგზე ბევრად ნაკლებია. მიმდინარე წლის მარტო ორ თვეში — მარტსა და აპრილში ტურისტულმა ინდუსტრიამ დაახლოებით ერთი მილიარდი ევრო იზარალა.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ სიცილიის მსგავს სქემას აამუშავებს იაპონიაც. ქვეყნის ტურისტული სააგენტო აპირებს წარმოადგინოს სფეროს სუბსიდირების გეგმა 12,5 მლრდ დოლარის მოცულობით.

გეგმის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა The Japan Times-ის ინფორმაციით, ტურისტული სააგენტო ქვეყანაში ჩასულ სტუმრებს დანახარჯის 50%-ს  დაუფარავს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0