Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მეხსიერების პრობლემა შემექმნა...“ – ფეხმძიმე ანი ბებიას შოკის მომგვრელი აღიარება

© Facebook / Ilia Beroshviliილო ბეროშვილი ანი ბებია
ილო ბეროშვილი ანი ბებია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე ხნის მანძილზე მსახიობი და ტელეწამყვანი ტელეეკრანებზე აღარ ჩნდებოდა. „მთავარი არხის“ დილის გამოშვების „შენი დილის“ თანაწამყვანის საჯარო აღიარება. რატომ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა ილო ბეროშვილის მეორე ნახევარს?

ანი ბებია გადაცემაში დაბრუნდა. პირდაპირი ეთერის მსვლელობისას მსახიობმა ეპიდვითარებასა და შექმნილ რთულ სიტუაციაზე ფეხმძიმე ქალის პოზიციიდან ისაუბრა. ბებიამ აღნიშნა, რომ შვილისთვის მხოლოდ სამი ბოდე აქვს და ახალშობილს საკუთარი საწოლი არ ექნება. მიზეზი კი კორონავირუსი და მასთან დაკავშირებული სირთულეები გახდა. ანი ბებიამ სამომავლო გეგმებიც გაამხილა: „რამდენად შევძლებ არ ვიცი, არ მინდა ძიძა. მინდა სადაც ვიქნები, ჯერი გვერდში მყავდეს. ეს იქნება თეატრი, გადაღება თუ უბრალოდ რეპეტიციები“. გადაცემის დასრულების შემდეგ ანიმ გადაცემა საკუთარ გვერდზე გაიზიარა, თაყვანისმცემლებს შეახსენა, რომ დაბრუნდა და გაზიარებულ ვიდეოს გულის ამაჩუყებელი სიტყვები დაურთო. „დამავიწყდა მეთქვა - როგორ ვარ და მეხსიერების პრობლემა გამიჩნდა“, – წერს ანი. ის ჰყვება, რომ ფეხმძიმობის გამო ძალიან იღლება. „მთავარი არხის“ წამყვანი 33 კვირის ორსულია.

ცნობილ სახეებს ილო ბეროშვილს და ანი ბებიას რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. პოპულარული ცოლ-ქმარი ტელეეკრანებზე ერთობლივად „ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა. წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სერიალის გმირს შავლეგ მადლიანს ვაკეში არსებული აფთიაქის ფარმაცევტი შეუყვარდა. ფარმაცევტის როლს ანი ბებია ასრულებდა. რეიტინგულ სერიაში მათი სასიყვარულო ისტორია არ განვითარდა. წყვილს შორის კი სასიყვარულო ქიმია, როგორც თავად ამბობენ, მანამდე დაიწყო. ილო ბეროშვილი პირველად წლების წინ დაოჯახდა, ანი ბებიასთვის კი ეს პირველი და საპასუხისმგებლო ნაბიჯია. მათ სულ მალე ბიჭი გაუჩნდებათ, რომელსაც სახელი ჯერი შეურჩიეს.

ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა ცხოვრებაში მთავარ სიახლეს ელოდებიან – ისინი მალე მშობლები გახდებიან. ამის შესახებ ანი ბებიამ პირველად ტელეპროექტ „მხოლოდ ქართულში“ განაცხადა. ილო ბეროშვილმა ორსულ მეუღლეს პირდაპირ ეთერში მუცელზე აკოცა და მაყურებელთან პირობა დადო, რომ „მხოლოდ ქართულის“ ოცდამესამე სეზონზე მისი შვილი პროექტში მონაწილეობას მიიღებს. ანი ბებიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პატარას სახელი მშობლებს უკვე შერჩეული აქვთ. „ბავშვს სახელი დიდი ხნის წინ შევურჩიეთ. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მას მაინც ამ სახელს დავარქმევდით. ჩემი გადაწყვეტილებით მას დავარქმევთ ჯერის, არაქართული სახელია და მე ძალიან მომწონს“, – განაცხადა ბებიამ.

ყველა ახალი ამბავი
0