ონლაინ-საუბრები შექსპირის შესახებ: ქართულ სცენაზე თეატრის მოყვარულებს იწვევენ

© photo: Sputnik / Vasiliy Malyshev / გადასვლა მედიაბანკშიპიერ კობახიძე და გრიგოლ კოსტავა „რიჩარდ მესამე“
პიერ კობახიძე და გრიგოლ კოსტავა „რიჩარდ მესამე“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი რეჟისორები ისაუბრებენ ქართულ თეატრალურ ფიცარნაგზე დადგმულ ბრიტანელი დრამატურგის ყველაზე საინტერესო სპექტაკლებზე

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. სანამ თეატრები პანდემიის გამო დაკეტილია მაყურებლისთვის, თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს კრიტიკოსის და ასოცირებული პროფესორის, მაკა ვასაძის ონლაინ-პროექტს „დისტანციური საჯარო შეხვედრა-მასტერკლასები: შექსპირი თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“.

პანტომიმის თეატრის მსახიობი - Sputnik საქართველო
„სიყვარულის ეიფორია“ – პანტომიმის თეატრში პრემიერა მაყურებლის გარეშე გაიმართება

ქართულ თეატრალურ სცენებზე ბრიტანელი დრამატურგის ყველაზე ცნობილი დადგმების შესახებ და შექსპირის ნაწარმოებებთან ქართველი ოსტატების მუშაობის ნიუანსებზე საუბრობენ ცნობილი რეჟისორები.

საჯარო საუბრები უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ქვეყნდება. პროგრამის ფარგლებში უკვე შედგა საუბრები თეატრის რეჟისორებთან თემურ ჩხეიძესთან, ავთანდილ ვარსიმაშვილთან, დათა თავაძესთან, გოგი მარგველაშვილთან, დავით დოიაშვილთან და ლევან წულაძესთან.

შედგება შეხვედრები რეჟისორებთან - ანდრო ენუქიძესთან (25 მაისი), ვანო ხუციშვილთან (27 მაისი), სოსო ბაკურაძესთან (29 მაისი), ზურაბ გეწაძესთან (1 ივნისი), გიორგი სიხარულიძესთან (3 ივნისი) და თემო კუპრავასთან (5 ივნისი).

თეატრალური საუბრების სერიას დაასრულებს შეხვედრა გამოჩენილ რეჟისორთან, რობერტ სტურუასთან (8 ივნისი) და მწერალ მანანა ანთაძის ლექცია „შექსპირის ტექსტი ფურცლიდან სცენაზე“ (10 ივნისი). ყველა საუბრის დასაწყისი 18:00 საათზე.

ყველა ახალი ამბავი
0