Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მთელი თვე არ მყავდა ნანახი“ – ნიკა მელია შვილს დიდი ხნის განშორების შემდეგ დაუბრუნდა

© Facebook / Maiko Begiashviliნიკა მელია მაიკო ბეგიაშვილი
ნიკა მელია მაიკო ბეგიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკოსი 2014 წელს განსაკუთრებულად შეიცვალა. ნიკა მელიას პატარა ალექსანდრე შეეძინა. ახლახან მამამ შვილს აგარაკზე მიაკითხა. ნახეთ, როგორ გამოიყურება გაზრდილი ოქროსთმიანი ბიჭი.

ნიკა მელიას საყვარელ ქალთან შვიდწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა, როდესაც ვაჟი გაუჩნდა. 6 წლის წინ მელიების ოჯახს კიდევ ერთი მელია – ალექსანდრე შეემატა. ნიკა მელია პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს. მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსის რჩეულ ქალზე რამდენიმე ფაქტი ნიკას მამამ გაასაჯაროვა. ანზორ მელიას განცხადებით, მისი რძალი ბიოლოგია, თუმცა პროფესიით არ მუშაობს. მაიკო ბეგიაშვილი და ნიკა მელია ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა წყვილის ურთიერთობას ეს ფაქტორი ხელს არ უშლის. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნიკა მელია შვილს საგურამოში ხშირად აკითხავდა. თუმცა კორონავირუსის გამო ყველაფერი შეიცვალა. „გორში ვიყავი და თბილისში რომ ვბრუნდებოდი, ცოტა ხნით საგურამოში შევუარე. მთელი თვე არ მყავდა ნანახი, მართლა გაზრდილა“, – აღნიშნავს პოლიტიკოსი.

"ალექსანდრეს დაბადებამ ძალიან შემცვალა. ჩემ თავს ვეღარ ვცნობ. ქალი სხვანაირად დავაფასე. ვიგრძენი რას გრძნობს ქალი, როდესაც დედა ხდება", – განაცხადა მელიამ ერთ-ერთ შოუში. როგორც კულუარებიდან გაირკვა,  კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ ანზორ მელიამ პატარა შვილიშვილს უსახსოვრა. ნიკა მელიას პოლიტიკური კარიერა სამართალდამცველ ორგანოებთან ხშირი ურთიერთობით მიმდინარეობს. ამჟამად მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს და მასში მონაწილეობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ის ელექტრონულ სამაჯურს ატარებს და ეკრძალება მართლწესრიგის ორგანოების გაუფრთხილებლად სახლის დატოვება. თუმცა ის პერიოდულად ამ მოთხოვნას არღვევს.

ყველა ახალი ამბავი
0