Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რთულ ემოციურ მდგომარეობაში ვარ...“ – ნეკა დოროყაშვილი განცხადებას ავრცელებს

© Photo: Neka Dorokashvili / FBნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობაშია ბრალდებული, საზოგადოების მხრიდან მისი ოჯახის მიმართ ყურადღება ერთიორად გაიზარდა.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ნეკა დოროყაშვილმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ დღევანდელ კონფერენციას, რომელსაც მისი ადვოკატები მართავენ, ის ემოციური მდგომარეობის გამო ვერ ესწრება.

მისი თქმით, მისთვის არაა ადვილი ის ყველაფერი, რაც მასა და მისი შვილის გარშემო ხდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო
„ბასილაშვილი ცოლზე ძალადობდა და ცოლი სანაცვლოდ თვეში 100 000 ლარს იღებდა“ - ახალი დეტალები

ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის უმშვენიერესი საცოლე – ფოტოები სოციალური ქსელიდან

წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0