კიევში საქართველოს ელჩის დაბრუნება უკრაინული მხარის მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო არ აპირებს უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტას, თუმცა ქართული მხარის პროტესტზე ადეკვატურ რეაქციას ელოდება.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დაბრუნება კიევში დამოკიდებულია იმ ნაბიჯებზე, რასაც უკრაინის მთავრობა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის გადადგამს, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს ელჩი უკრაინაში საგარეო უწყებაში კონსულტაციებს 25 მაისს გამართავს

საგარეო უწყებაში დასრულდა უკრაინაში საქართველოს ელჩთან თეიმურაზ შარაშენიძესთან სამუშაო შეხვედრა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ელჩი სავალდებული ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, ამიტომაც შეხვედრა დღეს შედგა.

„დღევანდელ შეხვედრაზე ელჩის ინფორმაცია მოვისმინეთ და, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები და საკითხები განვიხილეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავაზუსტოთ, რომ კონსულტაციებისთვის დედაქალაქში ელჩის გამოწვევა დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია. ქართულმა მხარემ კი ეს გადაწყვეტილება საქართველოში გასამართლებული პირის უკრაინის ხელისუფლების მიერ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშვნის გამო მიიღო, რაც, ქართული მხარის აზრით, არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სულისკვეთებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ქართული მხარე არ აპირებს უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხის გადახედვას. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილის დანიშვნას ინანებს

„საქართველო უკრაინასთან რიგ სტრატეგიულ საკითხებზე მუშაობას, როგორიცაა ტერიტორიების ოკუპაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უკრაინაში პროცესების განვითარებას თვალს ვადევნებთ, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის მთავრობა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის და ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას ელჩის კიევში დაბრუნების თაობაზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

როგოც თავად ელჩმა შარაშენიძემ კონსულტაციების დაწყებამდე განაცხადა, მისი გამოწვევა შერჩეული იქნა როგორც პროტესტის ფორმა.

„მე უკრაინის ხელისუფლებას საპროტესტო ნოტა გადავეცი. პროტესტის ფორმად არჩეული იქნა ელჩის გამოწვევა კონსულტაციებზე... ჩამოვედი და დღეს ვიწყებთ ამ კონსულტაციებს. ჩვენი პროტესტი უკრაინამ როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო და არ გაკვირვებია“, – განაცხადა ელჩმა.

საქართველოს ხელისუფლებამ 8 მაისს თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ეს ნაბიჯი უკავშირდება იმას, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 7 მაისს გამოსცა.

ყველა ახალი ამბავი
0