საქართველოს არ სურს სიტუაციის გართულება - ზურაბიშვილი სააკაშვილის დანიშვნის შესახებ

© photo: President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაწყვეტილება მიღებულია კონსულტაციის, გაფრთხილების გარეშე, თავაზიანობის გამო უბრალო შეტყობინების გარეშეც კი, განაცხადა პრეზიდენტმა

თბილისი, 24 მაისი – Sputnik. ქართულ მხარეს არ სურს სიტუაციის გართულება, ჩვენი საერთო, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გათვალისწინებით, განაცხადა Financial Times-თან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ეს მოხდა იმის საპირისპიროდ, რომ საქართველოს პირველი პირები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ნებისმიერ მაღალ თანამდებობაზე  დანიშვნა მიუღებელია. საპასუხოდ საქართველომ კიევიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო
„შედეგი უახლოეს თვეებში უნდა იყოს“: ზელენსკიმ განმარტა, რას ელოდება სააკაშვილისგან

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა მთავრობამ სააკაშვილი საქართველოსთან კონსულტაციის გარეშე დანიშნა.

„ეს არ იყო კარგად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილება, ის მიღებულია კონსულტაციის, გაფრთხილების გარეშე, თავაზიანობის გამო უბრალო შეტყობინების გარეშეც კი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ „საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები გაართულა“.

სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და უცხოეთში ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა არ მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორობა არ შესთავაზა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილის დანიშვნას ინანებს

სხვა ქვეყნის მოქალაქეობისა და თანამდებობის მიღების შემდეგ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად ჩამოერთვა. ამასთან, ბოლო წლებში თავად სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების საქმიანობა არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

 

ყველა ახალი ამბავი
0