ვერიკო ტურაშვილი: იმ დროს ალბათ ჩემზე ფიქრობდნენ - ამან ხომ არ გაუსტვინაო

© FB / Veriko Turashviliვერიკო ტურაშვილი
ვერიკო ტურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მომღერალი ვერიკოს ტურაშვილი მისი ცხოვრების იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როდესაც მეუღლე დაეღუპა.
ვერიკო ტურაშვილი: იმ დროს ალბათ ჩემზე ფიქრობდნენ - ამან ხომ არ გაუსტვინაო
„ჩემი ცხოვრების ყოველ ეტაპზე რაღაც ხდებოდა ხოლმე და ემოციურად ყველაფერი მეც მეტყობოდა როგორც ვიზულურად ასევე შინაგანად. სანამ ჩემი მეუღლე ავტოავარიაში დაიღუპებოდა, ამაზე ინტუიტიურად ბევრი მქონდა ნაფიქრი. სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდიდან ბევრი რამ არც მახსოვს. ჩემი მეგობრები მახსენებენ როგორ გამოვიყურებოდი იმ დროს და რას ვაკეთებდი“- ამბობს ვერიკო ტურაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მომღერალი ვერიკო ტურაშვილი ამბობს: „მე და ჩემი დედამთილი ორი თუ სამი თვე ჩავკიდებდით ხოლმე ერთმანეთს ხელს და დავდიოდით გოშას მეგობრებთან. მე არ ვიცი ეს რა იყო, ვითომ რაღაც ენერგეტიკას ვეძებდით? სახლში ყოფნა არ გვინდოდა და მივდიოდით იქ, სადაც გოშა უყვარდათ, სადაც მას კარგად იცნობდნენ და სადაც მასზე საუბრობდნენ.“

ყველა ახალი ამბავი
0