ზუგდიდელი მასწავლებლის Facebook-პოსტმა მომხმარებლები შეაშფოთა

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდის ნომერ პირველი სკოლის ქიმიის მასწავლებელი წერს, რომ უხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს ზოგიერთ მოსწავლეს აღარ ნახავს

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, თუ რა სანქცია გატარდება ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის მიმართ, რომლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოქალაქეთა ნაწილის შეშფოთება მოჰყვა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ვირტუალური ბოლო ზარი გურჯაანში  - Sputnik საქართველო
ვირტუალური ბოლო ზარი გურჯაანში - ვიდეო

ქიმიის მასწავლებელმა ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი, სადაც გამოთქვამს სიხარულს იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანს მომავალ წელს არ ნახავს. მან მხოლოდ 6 ბავშვს უსურვა წარმატებები და მათ „კაცური კაცები“ უწოდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ქიმიის მასწავლებელი წერს, რომ მათი ხსენებაც ზარავს და უხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება.

„ჩემთვის 26-ე გამოშვება უცნაურია დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემ ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები“, - ეს არის ტექსტი მასწავლებლის პოსტიდან, რომელიც მან აბიტურიენტებს მიუძღვნა.
დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
ბოლო ზუმი: ანუ წლევანდელი ბოლო ზარი

სკოლის დირექტორის თქმით, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, თუ რა სანქცია გატარდება ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის მიმართ, რომლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოქალაქეთა ნაწილის შეშფოთება მოჰყვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქვარცხავამ კომენტარი გააკეთა.

„მთელი ჩემი 25 წლიანი გამოცდილებისა და ბავშვებთან ურთიერთობის პერიოდში არცერთი გადაცდომა არ მქონია. სტატუსი ადამიანური ემოციების ფონზე დავწერე და წარსულში არსებულ გულისტკივილს უკავშირდება. საკითხს  შესაბამისი კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აცხადებს ხათუნა ქვარცხავა.

ამ დროისათვის სკოლის მასწავლებელმა უკვე წაშალა პოსტი, რომელმაც ვნებათაღელვა გამოიწვია.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0