გამოცდილია და დადასტურებული: ხალხური მინიშნებები კვირის ყველა დღისთვის

© Pixabay / kat7214ქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორეულმა წინაპრებმა მდიდარი ცოდნა და კოლოსალური გამოცდილება დაგვიტოვეს მრავალი ნიშნის, ტრადიციისა და რწმენის სახით, რომელსაც ბევრი თანამედროვე ადამიანი წარმატებით იყენებს.

თუ რა სახის ხალხურ ნიშნებს უნდა მიაქციოთ, ძველების აზრით, ყურადღება კვირის თითოეულ დღეს წარმატების მოსაზიდად და უბედურებისა და ცხოვრებისეული პრობლემებისგან თავდასაცავად, ქვემოთ გაგაცნობთ:

ორშაბათი 

ამ დღეს არ უნდა დაგეგმოთ მოგზაურობა ან დიდ მანძილზე გადაადგილება, რადგან არსებობს დიდი ალბათობა გზაზე სხვადასხვა უსიამოვნო შემთხვევისა.

თმის შეჭრა - Sputnik საქართველო
ხალხური ცრურწმენა: თუ კვირა დღეს თმა შეიჭრა...

არ არის სასურველი რაიმე ახლის წამოწყება, აქედან კარგი არაფერი გამოვა. უმჯობესია მიმდინარე საქმეებს მიხედოთ, რათა ახალი საქმის დაწყებით დამატებითი სასიცოცხლო ენერგია არ დახარჯოთ.

არ გაასესხოთ ფული, თუნდაც ძალიან გთხოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი კვირის განმავლობაში უფულოდ დარჩებით.

თუ ორშაბათს კატამ კნუტები გააჩინა, ერთი აუცილებლად დაიტოვეთ. მიიჩნევა, რომ ამ გზით ადამიანი ფუძის ანგელოზის მიმართ მადლიერებას გამოხატავს და მის კეთილგანწყობას იმსახურებს.

სამშაბათი

ამ დღეს სასურველია ახალი საქმის წამოწყება. ის აუცილებლად წარმატებამდე და დადებით შედეგამდე მიგიყვანთ.

შესაძლებელია შორეული მოგზაურობებისა და მივლინებების დაგეგმვა, რადგან ეს დღე ამისათვის ყველაზე ხელსაყრელად მიიჩნევა. 

კვირის ამ დღეს არ შეიძლება ვინმესგან ფულის სესხება — უფულობა იცის და ამიტომ ნასესხები ფულის დიდი ხნის განმავლობაში დაბრუნება მოგიწევთ, რადგან ყოველთვის არასაკმარისი თანხები გექნებათ.

სამშაბათს კარგია დიდი შენაძენის გაკეთება, ის აუცილებლად მოგიტანთ მორალურ კმაყოფილებას და დიდხანს მოგემსახურებათ.

ქალი ყვავილით - Sputnik საქართველო
ხალხური რწმენა და მინიშნებები: რაზე მეტყველებს აწითლებული ლოყები

ძველ დროში ამ დღეს შინაურ ცხოველებს ბრინჯითა და ბარდით კვებავდნენ, რათა ისინი დაავადებებისგან დაეცვათ და სახლში ბარაქა მოეზიდათ.

ოთხშაბათი

ძველად ამ დღეს „მზაკვრულს“ უწოდებდნენ, რადგან სწორედ ოთხშაბათს ხდებობა უსიამოვნო ხასიათის შემთხვევები.

ამ დღეს სასურველი არ არის ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალ სახლში უბედურება და წარუმატებლობა დაისადგურებს.

არ შეიძლება საუბრები ჯადოქრებზე, ბოროტ სულებსა და სხვა ბნელ ძალებზე, თორემ, ძველების რწმენით, თავს უბედურება დაგატყდებათ და უიღბლობა დაგეუფლებათ.   

ოთხშაბათს კარგია რამის გამოცხობა — ეს ოჯახს სიმდიდრეს მოუტანს. შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლაც. ის აუცილებლად სასარგებლო, მომგებიანი და წარმატებული იქნება.

ხუთშაბათი 

ახალგაზრდა ქალი - ნეგატივი - Sputnik საქართველო
საიდან მოდის პანაშვიდებზე სარკის დაფარვის წესი: თურმე საქმე რა ყოფილა

ამ დღეს ჩვენი წინაპრები მარცვლეულს იმარაგებდნენ. მიიჩნეოდა, რომ ხუთშაბათს შენახული მარცვლეული დიდხანს ძლებს და მისი მიღება ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ვალების დაბრუნება სწორედ ხუთშაბათს არის რეკომენდებული — ამ გზით კარგი ფინანსური შემოსავლებით მთელი თვე იქნებით უზრუნველყოფილი.

ხუთშაბათს ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც მამაკაცის გულის მონადირება სურთ, თავიანთ რჩეულს აუცილებლად უნდა გაუმასპინძლდნენ რაიმე გემრიელით.

იმისათვის, რომ მთელი კვირის განმავლობაში გიმართლებდეთ, ხუთშაბათს, თურმე, კარგია სახის დაბანა კვერცხის ნახარშით.

პარასკევი

თუ ამ დღეს კარგი სიზმარი ნახეთ, სანამ დღე არ დასრულდება, აუცილებლად მოუყევით შვიდ სხვადასხვა ადამიანს. მიიჩნევა, რომ ასეთ შემთხვევაში სიზმარი აუცილებლად აგიხდებათ.   

გათხოვილმა ქალებმა ამ დღეს თავი არ უნდა დაიბანონ, თორემ ქმართან კონფლიქტი ექნებათ. 

არ შეიძლება ფრჩხილების დაჭრა - ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები რომ არ შეგექმნათ. 

გასაშრობად გაფენილი ტანსაცმელი - Sputnik საქართველო
ხალხური მინიშნებები: თუ ტანსაცმელს უკუღმა ჩაიცვამთ...

არ შეიძლება დილიდანვე იმხიარულოთ და ხმამაღლა იცინოთ. პარასკევ დღეს მძიმე ენერგეტიკა აქვს, ამიტომ შეუკავებელ მხიარულებას ცრემლების მოზიდვა შეუძლია.

შაბათი

ამ დღეს ახალ სახლში გადასვლა წარმატების მომტანია — ოჯახში ყოველთვის სიუხვე და სიმშვიდე იქნება. 

კვირა

დილით ფანჯრიდან ერთი მუჭა შაქარი უნდა გადაყაროთ, თუ გსურთ, რომ მთელი კვირა ტკბილად და წარმატებულად გაატაროთ.

ამ დღეს ოჯახის დიასახლისმა სახლში ფეხშიშველმა უნდა იაროს. მიიჩნევა, რომ ასე ის ოჯახს კეთილდღეობას მოუტანს, ფინანსურ წარუმატებლობას კი დააფრთხობს.

კვირას ჭურჭლის გატეხვა გამდიდრების ნიშანია. ოღონდ ეს სპეციალურად კი არ უნდა გააკეთოთ, თავისით უნდა მოხდეს...

ყველა ახალი ამბავი
0