Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აზერბაიჯანში კორონავრუსის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისასწრაფო დახმარების ბრიგადა აზერბაიჯანში
სასწრაფო დახმარების ბრიგადა აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის ინფექციით დაავადების 3,8 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. გასულ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავრუსის ინფექციის 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 კავკასიაში: რა მდგომარეობაა სომხეთსა და აზერბაიჯანში

ამავე პერიოდში ინფექცია დაამარცხა 59-მა პაციენტმა. ისინი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან.

სულ თებერვლის ბოლოდან აზერბაიჯანში კორონავირუსის ინფექციით დაავადების 3855 ფაქტი გამოვლინდა, აქედან მკურნალობა წარმატებით გაიარა 2399-მა ადამიანმა, გარდაიცვალა 46.

განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 1410 ადამიანი. აქედან 48 პაციენტის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ, 61-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გასულ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გამოსავლენად 259 155 ტესტი ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0