ბევრი სტუდენტი და სკოლის მოსწავლე კურსელებს და თანაკლასელებს მხოლოდ მომავალ სასწავლო წელს იხილავს. ყველაზე მეტი სირთულე კორონავირუსის პანდემიის დროს კურსდამთავრებულებს ჰქონდათ.
მაგალითად, საშუალო სკოლების მილიონობით კურსდამთავრებული აშშ-ში ტრადიციული საღამოს გარეშე დარჩა. ტელევიზორების ეკრანებიდან მათ რჩევები მისცეს ცნობილმა პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა და საზოგადო მოღვაწეებმა, სწავლის დასრულების აღნიშვნა მათ საკუთარ ეზოში მოუწიათ.
აშშ-ის უნივერსიტეტებსა და სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებს სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა ესაჭიროებოდათ - სადღაც ცერემონია თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით აღნიშნეს, ზოგან - მაყურებლების გარეშე, ზოგმაც საავტომობილო აღლუმი გამართა.

წელს ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებმა დიპლომებისათვის სცენაზე ტრიუმფალური ასვლა ვერ შეძლეს

2/12
© AP Photo / Charles Krupa
კურსდამთავრებულებმა ქუდების სიმბოლური ასროლაც ვერ მოახერხეს

ახალგაზრდები ეგუებიან იმას, რომ მათი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ვირტუალურ სივრცეში უნდა გაატარონ

დიპლომები, რომლის მოსაპოვებლადაც სტუდენტები თავჩაუხრელად შრომობდნენ, მათ ელექტრონული ფოსტით გაეგზავნებათ

სასწავლო დაწესებულებების უმეტესობამ სადღესასწაულია ღონისძიებები გააუქმა

6/12
© AP Photo / Gerald Herbert
თუმცა არის უნივერსიტეტები, სადაც მაინც აღნიშნეს გამოსაშვები საღამო, რეკომენდაციების მკაცრი დაცვით

ბევრმა სასწავლო დაწესებულებამ საინტერესო ონლაინ გამოსაშვები საღამო მოაწყო. მხარდასაჭერად მათ მოიწვიეს ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კურსდამთავრებულებს რჩევა-დარიგებები მისცეს

8/12
© AP Photo / Steve Helber
ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2020 წლის კურსდამთავრებულებს სირთულეები ექნებათ პანდემიის გამო

ბევრგან შშობენ, რომ საწარმოების გახსნის შემდეგ მოთხოვნა იქნება გამოცდილ კადრებზე და არა „მწვანე“ სპეციალისტებზე

კურსდამთავრებული საავტომობილო აღლუმის დროს აშშ-ში

11/12
© AP Photo / Mark J. Terrill
უცვლელი არ დარჩება არც სტუდენტური ცხოვება, როგორც საგანმანათლებლო პროცესები

12/12
© AP Photo / Matt York
ექსპერტები ფიქრობენ, რომ პროცესების ნორმალიზება 2020 წლის შემოდგომამდე ვერ მოხერხდება