თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ავსტრალიელი ქუჩის მხატვარი Lushsux–ი, რომელსაც შენობების კედლებზე არაერთი ცნობილი სახე ჰყავს გამოსახული, ირწმუნება რომ ცოტა ხნის წინ რეპერი 50 Cent–ი დაესხა თავს და საავადმყოფოში მოხვდა, იუწყება NME.
მისი თქმით, რეპერი უკმაყოფილი დარჩა მხატვრის შემოქმედებით.
View this post on Instagram
გამოცემის ინფორმაციით, Lushsux–ი დიდი ხანია ცდილობს 50 Cent–ის პროვოცირებას. მან ის ხან მაო ძედუნად გამოსახა, ხან — დონალდ ტრამპად და ხანაც მომღერალ ტეილორ სვიფტად. ბოლო წვეთად კი, როგორც ჩანს, იქცა 50 Cent–ის პორტრეტში, რომელშიც რეპერი მაიკ ტაისონს ჰგავს.
„ამ ბიჭისთვის დიდი ხნის წინ უნდა მიმეჩინა ადგილი. მან ისევ დახატა მორიგი ნაბოდვარი“, — დაწერა რეპერმა.
View this post on Instagram
მალე Lushsux–მა რეპერის ეს პოსტიც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და თავისი ფოტოც — საავადმყოფოს პალატაში გადაღებული, რომელზეც სისხლის კვალი ჩანს. ანონიმი მხატვარი ირწმუნება, რომ მას სწორედ ამ „ნაბოდვარისთვის“ დაესხნენ თავს.
თავად 50 Cent–ი აცხადებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს მომხდართან. ქუჩის მხატვარმა კი მაინც მიმართა კითხვით ინტერნეტმომხმარებლებს: უღირს კი მუშობის გაგრძელება საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ? რაზეც ბევრმა უპასუხა, რომ სჯობს თავს გაუფრთხილდეს.