„ამ პოსტს ხელის კანკალით ვწერ... დამცინიან“ - მაკო გომური განცხადებას ავრცელებს

გამოწერა
მაკო გომური სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საშინელ დღეშია და ბოლო ორი კვირაა, არ იცის, რა ქნას

თბილისი, 21 მაისი - Sputnik. მაკო გომური, გოგონა, რომელიც 20 ივნისის აქციაზე დაშავდა და სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვიის შემდეგ თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

აქციის დაშლა 20-21 ივნისს - Sputnik საქართველო
20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმე: ბრალი კიდევ ერთ პოლიციელს წაუყენეს

მისი თქმით, სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან რამდენიმე დღეა საშინელ აგრესიას განიცდის. ბოლო ორი კვირაა დასცინიან და სასაცილოდ იგდებენ მის თვალს, რაც მისთვის ძალიან ძნელი გასაძლებია.

„ამ პოსტს ხელის კანკალით ვწერ. მეც ადამიანი ვარ, რობოტი არ ვარ, ყველაფერს რკინასავით დავხვდე და გავუძლო. ბავშვი ვარ. 19 წლის ბავშვი. ერთი წელია ისეთ სტრესში მიწევს ყოფა, მეტი რომ არ შეიძლება წარმოვიდგინო და ვიღაც ტიპები, რომლებსაც მეტი საქმე არ აქვთ და ცხოვრებაში ერთი კარგიც არ აქვთ გაკეთებული, ჩემს მორალს და ზნეობას განიხილავენ“, - წერს მაკო გომური.

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ დაკარგა მაკო გომურმა თვალი >>>

18 წლის მაკო გომურს, რომელმაც პარლამენტთან აქციის დაშლის დროს თვალში მოხვედრილი რეზინის ტყვიის გამო თვალი დაკარგა, ოპერაცია გერმანიაში გაუკეთეს და ხელოვნური თვალი ჩაუსვეს. 20 ივნისს მაკო გომური სამსახურის შემდეგ ღამით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის დროს პოლიციელების ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა.

გოგონას ექიმებმა თვალი ვერ შეუნარჩუნეს. იმ საღამოს პარლამენტთან აქციის დროს მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი.

ყველა ახალი ამბავი
0