ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივი დეპუტატის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი ძალიან წესიერი ადამიანი იყო და კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. გურიაში მკვლელობა მოხდა, ეს ინფორმაცია დეპუტატმა ლაშა თოლორდავამ გაავრცელა.

ინციდენტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მოხდა. ბოროტმოქმედის მსხვერპლი სოფლის ახალგაზრდა მცხოვრები გახდა.

„26 წლის იყო, უწესიერესი ბიჭი, ამის ნაწყენი არავინ იყო“, - ციტირებს თოლორდავას ადგილობრივი გამოცემა „გურია ნიუსი“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდის მშობლები უცხოეთში იმყოფებიან.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს მკვლელობის დეტალების დადგენა.

ყველა ახალი ამბავი
0