რატომ არის კორონავირუსით დაზარალებულთათვის დახმარება მხოლოდ ექვს თვეზე გათვლილი?

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, დახმარების ექვსთვიანი ვადა ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე იყო გათვლილი.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik.  უფრო მეტი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობის არქონამ და კრიზისის შესაძლო განმეორების წინ  თავის დაზღვევამ განაპირობა კორონავირუსით დაზარალებულთათვის დახმარების ექვსთვიანი ვადა, განაცხადა საქართველოს ფინანსთან მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში. 

მშრალი ხიდი - Sputnik საქართველო
უმუშევრობის დახმარების მიმღებთა სია ფართოვდება: ვინ დაემატა?

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა საზოგადოებას აპრილის ბოლოს წარუდგინა. იგი ითვალისწინებს ექვსი თვის განმავლობაში როგორც ფულადი დახმარების გაცემას, ისე ბიზნესის სექტორისთვის საგადასახადო შეღავათებს.

 „ჩვენ იმ ფისკალური შესაძლებლობებიდან გამოვდივართ, რომელიც გვაქვს. შეღავათების მთელი პაკეტი ნახევარ წელზეა გათვლილი, რამდენადაც ჩვენ რესურსები არ გვაქვს. იმ ეკონომიკურმა  შოკმა, რომელიც ქვეყანამ მიიღო, ჩვენი შემოსავალი, როგორც მინიმუმ 1,8 მლრდ ლარით შეამცირა და ჩვენ შემოსავლების 10% დავკარგეთ, ჩვენ კი სრულად დახმარებისთვის 2,5 მლრდ ლარი გვჭირდება“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორებისგან სახსრების მოზიდვისა, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს კრიზისის შესაძლო განმეორების დროს დახმარებაზე. 

გიორგი გახარია პარლამენტში - Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობა საქართველოში: პრემიერი დეპუტატების წინაშე 27 მაისს წარდგება

 „ჩვენ დამატებითი სახსრები მოვიზიდეთ, მაგრამ თუ ჩვენ ყველაფერს სოციალურ დახმარებაზე დავხარჯავთ, შემდეგ ახალი სახსრების მოზიდვა შეუძლებელი იქნება... გარდა ამისა, თუ ექვსი თვის შემდეგ ვითარება გაუარესდება, ჩვენ მოსახლეობისთვის დახმარებას ვეღარ შევძლებთ“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მისი სიტყვებით, დახმარების ექვსთვიანი ვადა ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე იყო გათვლილი.

 „ჩვენ დახმარების ექვსთვიანი პაკეტი შემოვიღეთ, რათა შემოდგომაზე ბიუჯეტში თანხები გვქონდეს და დამატებით საერთაშორისო დახმარების დახარჯვა შევძლოთ. ექვს თვეზე ნაკლები არასწორი იქნებოდა, რადგანაც ბიზნესი სამი თვე გაჩერებული იყო და მას სამი თვე გარდაქმნასა  და შემოსავლის მიღებაზე დასჭირდება“, – განაცხადა კაკაურიძემ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ დახმარებებს შორისაა ფულადი დახმარების გაცემა კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურდაკარგული პირებისთვის, ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის საგადასახადო შეღავათები და ასევე სესხების ჩამოწერა.

ყველა ახალი ამბავი
0