სეტყვა, შტორმი და წყალდიდობა – საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

© Sputnik / STRINGERშტორმი
შტორმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სინოპტიკისების პროგნოზით, 21 მაისს ჰაერის 36 გრადუსამდე გათბება, ორი დღის შემდეგ კი 15–17 გრადუსამდე დაიკლებს

თბილისი, 21 მაისი – Sputnik.  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 22 მაისიდან ამინდი გაუარესდება – ქვეყნის უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 23 მაისს

 „22 მაისის დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, შავ ზღვაზე 4–5 ბალიანი შტორმია ნავარაუდევი“, – ნათქვამია განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მაისს ჰაერი 36 გრადუსამდე გათბება, 23–24 მაისს კი ტემპერატურა 15–17 გრადუსამდე დაიკლებს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შეიძლება მეწყერი და ღვარცოფი გამოიწვიოს.

 „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში, შესაძლოა, მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

18–21 მაისის პერიოდში საქართველოში ცხელი ამინდი იყო – ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურამ 35%–ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0