უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს საბანკო სესხები კიდევ სამი თვით გადაუვადდათ

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ სამსახურდაკარგული მოქალაქეები სესხების გადახდისგან სექტემბრამდე გაათავისუფლა

თბილისი, 21 მაისი – Sputnik.  საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, სასესხო ვალდებულებებისგან კიდევ სამი თვით გათავისუფლდებიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველოში სოციალური დახმარებისა და კომპენსაციების გაცემა მაისის ბოლოდან დაიწყება

პანდემიის ფონზე საქართველოს კომერციულმა ბანკებმა, მთავრობასთან კონსულტაციის შემდეგ,  ყველა მსურველისთვის სამი თვით – მარტიდან მაისის ჩათვლით – საბანკო სესხების გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

 „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს: ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და, რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც კრიზისის პერიოდში შეუმცირდა შემოსავალი,  სესხის გადავადების თხოვნით ასევე შეუძლია ბანკს მიმართოს“, – განაცხადა გახარიამ.

ასე რომ, სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების სესხების გადავადებას მიმდინარე წლის სექტემბრამდე შეძლებენ.

ამ დროისთვის ფულადი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია დაახლოებით 30 ათასმა ადამიანმა გაიარა.



ყველა ახალი ამბავი
0