და ისევ ბოლნისი: COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში

გამოწერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა, აქედან 66 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. 19 მაისის საღამოსთვის ყველა გამოვლენილი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანს უკავშირდება და ადრე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენს.

საღამოსთვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 707-ს მიაღწია. აქედან 456 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

ბლოკპოსტი ბოლნისში - Sputnik საქართველო
 საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 5 ადამიანს დაუდგინდა

პირველი არხის ინფორმაციით, სოფელ მუშევანში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი ამ დროისათვის 50 ადამიანს შეადგენს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა, აქედან 66 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი კარანტინზეა. განსაკუთრებით მკაცრი ზომები მოქმედებს მუშევანში და გეტაში.

მუნიციპალიტეტში კარანტინის მოქმედება საგანგებო მდგომარეობის ბოლომდე - 22 მაისამდე გაგრძელდება. თუმცა გამორიცხული არაა, რომ აქ მთავრობის გადაწყვეტილებით შეზღუდვები ამ თარიღის შემდეგაც იმოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0