ქართული ნატურალური წვენი ჩინეთის ბაზარზე გავიდა

გამოწერა
ამ ეტაპზე ქართული კომპანია ექსპორტის დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ქართული ნატურალური წვენი „კამპა“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

საგაზაფხულო სამუშაოები - Sputnik საქართველო
იაფი საწვავი ფერმერებისთვის: როგორ იმუშავებს სქემა

კომპანიამ ჩინელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობები ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე China Import Expo დაამყარა, ხოლო აზერბაიჯანელ შემსყიდველებთან მოლაპარაკებები საერთაშორისო გამოფენა Gulfood 2020-ზე შედგა, რომელიც დუბაიში 2020 წლის თებერვალში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიამ აზერბაიჯანში 20 ათასი ლიტრი წვენის ექსპორტი განახორციელა, ხოლო ჩინეთში 3 კონტეინერი გაიგზავნა. ივნისის დასაწყისში ასევე დაგეგმილია დამატებით 3 კონტეინერის ექსპორტზე გატანა.

ამ ეტაპზე ქართული კომპანია ექსპორტის დაწყებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

„კამპა“ – ქართული კომპანიაა, რომელიც ცნობილია ნატურალური წვენებითა და ნექტარებით. 2008 წლიდან წვენის მწარმოებელი საწარმო საგურამოში ფუნქციონირებს.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ყველა სახელმწიფო პროგრამას აერთიანებს და ბიზნეს–სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ არის მიმართული, 2017 წელს შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0