თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ის ადამიანები, ვისაც ატიპური პნევმონია აქვს გადატანილი, COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის მიმართ სტაბილურები არიან, ნათქვამია ამერიკელი და შვეიცარიელი მეცნიერების კვლევაში, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature.
სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ვირუს SARS-CoV-ით ინფიცირება, რომელიც მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევს, ასტიმულირებს ისეთი ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც S-ცილას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ეს ცილა უწყობს ხელს კორონავირუსის "მიერთებას“ უჯრედის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებთან.
„ექიმთან წასვლის მეშინია“ - თბილისელებს ახალი ფობია გაუჩნდათ>>
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ამგვარი ანტისხეულების ერთ-ერთ სახესხვაობას — S309-ს აქვს უნარი, ეფექტურად გაანეიტრალოს ვირუს SARS-CoV-2-ის (ახალი კორონავირუსი) S-ცილის უბნები. ამგვარად, ადამიანები, რომლებსაც მწვავე რესპირატორული სინდრომი აქვთ გადატანილი (ამ ინფექციამ 2003 წელს იფეთქა), შეიძლება მდგრადი იყვნენ კორონავირუსის მიმართ.
მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამგვარი ანტისხეულების კოქტეილების გამოყენება შესაძლებელია COVID-19-ის მძიმე ფორმებისა და ასევე ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ადამიანების სამკურნალოდ.