იმერეთში საკარანტინო ზონა დაიხურა

გამოწერა
იმერეთის რეგიონში საკარანტინო ზონა კიდევ სამი სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, ორი მათგანი წყალტუბოშია, ერთი კი – საირმეში.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ საკარანტინო ზონა დაიხურა, განუცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ არხს". 

სასტუმრო „ჰილტონი“ ბათუმში - Sputnik საქართველო
ტურიზმი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - საქართველოში სასტუმროებს რეკომენდაციებს აძლევენ

გიორგაძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში საკარანტინო ზონა კიდევ სამი სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს – „პრომეთე“ და „წყალტუბო სპა“ წყალტუბოში და საირმის ერთ-ერთ სასტუმროში.

ამ დროისთვის რეგიონში საკარანტინო ზონებში 197 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კარანტინისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 სხვადასხვა სასტუმროა მომზადებული. მთლიანობაში მობილიზებულია 6 568 სასტუმროს ნომერი.

ყველა ახალი ამბავი
0