ევროკავშირი საქართველოს გიდების სერტიფიცირების პროგრამით დაეხმარება

გამოწერა
ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და ახლა საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, რაც შეიძლება მალე ააღორძინოს ეს სფერო.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელთან დომენიკ პაპენჰაიმთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოსთვის ტურისტული სექტორის მნიშვნელობის, ეკონომიკურ ცხოვრებაზე მისი გავლენისა და გიდების სერტიფიცირების პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
დიპლომატები მოუწოდებენ ხელისუფლებას და ოპოზიციას დაიცვან მარტში მიღწეული შეთანხმება

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი ქართულ მხარეს დაეხმარება გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სისტემის მომზადებაში. ამ მიზნით შემუშავდება სამოქმედო გეგმა საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე.

ნათია თურნავას სიტყვებით, გიდების გადამზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტკრიზისულ პერიოდში.

„საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი - ამ გზავნილით ვგეგმავთ მსოფლიოს წინაშე წარდგომას. ამდენად, ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის ყველა რგოლი უსაფრთხოების უმკაცრეს მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს შეეხება გიდებსაც, რომელთა სერტიფიცირების სისტემაზეც ვიწყებთ მუშაობას. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული გიდების ასოციაციები და ეს ყველაფერი მოხმარდება ხარისხის ამაღლებას და უსაფრთხოების წესების დანერგვას ამ სფეროში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ტურისტულ დარგს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმაროს.

„ჩვენ ვეხმარებით კერძო სექტორს, რათა დროულად მოხდეს ადგილობრივი ტურისტული ბაზრის გახსნა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვის“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.   

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ტურიზმისთვის COVID-19-თან ეფექტურად მებრძოლი ქვეყნის რეპუტაციაა საჭირო

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი ფილიპ შტაინჰაიმი და ავსტრიის განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი.

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და ახლა საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, რაც შეიძლება მალე ააღორძინოს ეს სფერო. 

საქართველოს ხელისუფლება ტურისტული სექტორის დასახმარებლად 200 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს – 45 მილიონი ქონების გადასახადის გაუქმებას, ხოლო 90 მილიონი საშემოსავლო გადასახადის გადავადებას მოხმარდება.

60 მლნ ლარი სასტუმროების სესხების სუბსიდირებას, კიდევ 5 მილიონი კი ტურისტული სექტორისა და გიდების მხარდაჭერას მოხმარდება.

კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის 15 ივნისიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კი საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.  

ყველა ახალი ამბავი
0