თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სირიის ბაზა ეტ-ტანფარში განთავსებული ამერიკელი სამხედროები აქტიურად თანამშრომლობენ ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“, განუცხადა ჟურნალისტებს ბოევიკთა ჯგუფის მეთაურმა აბუ ჰამზიმ, რომელიც სამთავრობო ძალების მხარეზე გადავიდა.
ჰამზის თქმით, მისი ჯგუფი სწავლებას აშშ-ის სამხედრო ბაზაზე გადიოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბაშარ ასადის ქვედანაყოფებს ჩაბარდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაქცეულ ბოევიკებს ნავთობ-გაზისა და სატრანსპორტო ობიექტებზე დივერსიებისთვის და ასევე დამასკოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ტერაქტებისთვის ამზადებდნენ.
„ამრიკელებს მიაჩნიათ, რომ ეს მიწა მათია. მეფეებივით გრძნობენ თავს. კაპიტანი მაიკიც და სხვებიც ერთნაირები არიან <…> ისინი მუშაობენ, თანამშრომლობენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“, — განაცხადა ჰამზიმ.
აღინიშნება, რომ კაპიტანი მაიკი, რომელიც გაქცეულმა ბოევიკმა ახსენა, მისი ინსტრუქტორი იყო. ჰამზის თქმით, ინსტრუქტორმა არაფერი იცის იმის შესახებ, თუ როგორ „იყენებს ამერიკის ხელისუფლება სირიელ ბოევიკებს, მან მხოლოდ იარაღის გამოყენება იცის და ამას ასწავლის“. კერძოდ, ირკვევა, რომ ჰამზის 40 და 50-იანი კალიბრის ამერიკული ტყვიამფრქვევებიდან სროლას ასწავლიდნენ.
აშშ-ის სახედრო ბაზა ეტ-ტანფას რაიონში, სირია–იორდანიის საზღვარზე მდებარეობს. ბაზის გარშემო 55 მეტრ რადიუსში, რომელსაც ამერიკელი სამხედროები აკონტროლებენ, ლტოლვილთა ბანაკია განთავსებული. აღინიშება, რომ ვითარება ბანაკში ახლოსაა ჰუმანიტარულ კატასტროფასთან, რის თაობაზეც მანამდე სირიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები უკვე საუბრობდნენ.