უბისა-შორაპანის გზის მშენებლობაზე შუახნის მამაკაცი დაშავდა

© photo: Roads Department of Georgia / FB გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული ზესტაფონში, ფერო-მედის საავადმყოფოში გადაიყვანეს, კლინიკაში პაციენტს ერთ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, ექიმები  იმედოვნებენ, რომ მეორე ფეხის შენარჩუნებას შეძლებენ.

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე სამუშაოს შესრულებისას ბულდოზერის მძღოლი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაშავებული 59 წლის მამაკაცია. მას ჯერ ადგილზევე გაეწია პირველადი დახმარება, შემდეგ კი ის ზესტაფონში, „ფერომედის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
კორონავირუსის გამო საქართველოში რკინიგზის მშენებლობა შეჩერდა

კლინიკაში პაციენტს ერთი ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, ექიმები იმედოვნებენ, რომ მეორე ფეხის შენარჩუნებას შეძლებენ. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

გზის ამ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჩაინა როუდ ენდ ბრიჯ კორპორეიშენი“ (China Road and Bridge Corporation) ასრულებს, დაშავებულის სამკურნალო და შემდგომი რეაბილიტაციის ხარჯებს დამსაქმებელი კომპანია სრულად  დაფარავს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.  იყო თუ არა ადგილზე დარღვეული უსაფრთხოების ზომები, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

რიკოთის უღელტეხილზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. გზის მშენებლობა 2023 წლის ივნისში უნდა დასრულდეს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელებაზე ერთ მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება.

ყველა ახალი ამბავი
0