თბილისი, 18 მაისი - Sputnik. 11 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ ბესიკ ივანაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
30 წლის ბიზნესმენი პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ორი დღის წინ დააკავა.
პროცესზე დაცვის მხარემ პატიმრობის სანაცვლოდ 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის არგუმენტები გაითვალისწინა და ბესო ივანაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
საქმის არსებითი განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 7 ივლისს ჩაინიშნა.
არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულ ბრალი ოფიციალურად 17 მაისს წარედგინა. ბიზნესმენ ბესიკ ივანაშვილს ბრალი 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით წაუყენეს, რაც წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მოზარდთან ჩადენილ გარყვნილი ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.