შარაშენიძე: ყველა სილამაზის სალონს შეუძლია გაიხსნას, გარდა...

გამოწერა
საქართველოს სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა თამუნა შარაშენიძემ სილამაზის სალონების გახსნასთან დაკავშირებით ისაუბრა.
შარაშენიძე: ყველა სილამაზის სალონს შეუძლია გაიხსნას, გარდა...
„დღეიდან დაიწყო სალონებმა ფუნქციონირება. გახსნამდე ყველა იმ სალონში, რომელიც შესაბამის ვებ-გვერდზე დარეგისტრირდნენ, პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა. ყველა სილამაზის სალონს შეუძლია გაიხსნას, გარდა მიწისქვეშა და მოლებში არსებული ობიექტებისა, მაგრამ ყველა იმ წესებს უნდა ითვალისწინებდნენ, რაც განსაზღვრულია არსებული რეგულაციებით. ბიზნეს-ომბუდსმენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ არაფერი გვეთქმის მადლობის გარდა. მათ მაქსიმალურად გაითვალისწინეს ის ნიუანსები, რაც ჩვენს ბიზნესს ახლავს“, - განაცხადა თამუნა შარაშენიძემ.

შარაშენიძის განმარტებით, მომსახურებაზე ფასების ზრდა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი - მომწოდებლების მიერ პროდუქციის შესაძლო გაძვირებაა.

ყველა ახალი ამბავი
0