გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს – ოპოზიციამ მორიგი განცხადება გააკეთა

© Sputnik / STRINGERოპოზიციის აქცია
ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, თუ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო შესწორებებს და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს.

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლის მთავარი პუნქტი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ოპოზიციური სპექტრი, რომელშიც ძირითადი საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები შედიან, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთვებიან და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდება.  

კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს, რადგანაც მას საკუთარი, ოფიციალურად გაფორმებული ბევრი იარაღის შენახვის უფლება აქვს. თავად რურუამ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებული მხარეა.

ოპოზიცია რურუას „პოლიტპატიმრად“ მიიჩნევს, ისევე, როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგი უგულავასა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს. სწორედ ამ სამი პოლიტიკოსის გათავისუფლება იყო ოპოზიციის მთავარი პირობა უმრავლესობის მიერ შეთავაზებული ახალი საარჩევნო სისტემის მხარდაჭერის სანაცვლოდ.

საქართველოს პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი ამ დღეებში შეიწყალა. რურუა კი პატიმრობაში რჩება, რომლის სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ამოცანაა - ყველა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანი გზით მოხდეს. 

ქალი ქუჩაში - Sputnik საქართველო
თავისუფალი არჩევნების ფასი საქართველოში: პოლიტიკური ვნებათაღელვა კორონავირუსის ფონზე

„პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციისკენ. იმედს გამოვთქვამთ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად შეიტანს. ამ ნაბიჯებით ქვეყანა არსებითად წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ. ამ პროცესის დასრულება არის კარგი მთლიანად ქვეყნისთვის, მისი ყველა მოქალაქისთვის და არა რომელიმე ცალკეული პარტიისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 15 მაისს შეწყალებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც.

ყველა ახალი ამბავი
0