თბილისი, 16 მაისი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში COVID-19 სამ ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა იმ მამაკაცის დედასა და ორ შვილს, რომელსაც ვირუსი პარასკევს დაუდგინდა.
მამაკაცი 17 აპრილს ჩამოვიდა ერევნიდან და 1 მაისამდე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ 6 და 7 მაისს ახორციელებდა შიდა გადაზიდვებს თბილისში. 9 მაისს მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, 14 მაისს კი მან რუხის კლინიკას მიმართა.
მიმდინარეობს ინფიცირებული მამაკაცის სხვა კონტაქტების მოძიება.
საერთო ჯამში რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული რვა პაციენტი მკურნალობს.
ნიკა ლატარია