„პრაიმ შოუს“ ტელეწამყვანი და მოქმედი დიზაინერი განსხვავებული გარეგნობითა და შარმით სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. არაორდინალურ Instagram-ის გვერდს უყურადღებოდ არავინ უვლის. სრულიად პატარა უეცრად გამოჩნდა ეკრანზე. ხუჭუჭა თმებმა, გრძელმა ფეხებმა, მოხდენილმა სიარულმა და მოკაშკაშე თვალებმა უამრავი ადამიანის ყურადღება ერთ-ერთი სარეკლამო რგოლიდან მიიპყრო.
წლების წინ დაწყებული კარიერა დღესაც წარმატებით მიიწევს წინ. სალომე სამოდელო სფეროს და პოდიუმს დაემშვიდობა, მაგრამ მოდის სფეროს არა. ის ახლა წამყვანი დიზაინერია და საკუთარი ბრენდი SALOMÈ რამდენიმე ხნის წინ შექმნა. აღსანიშნავია, რომ პოპულარული ტელეწამყვანი საკმაოდ ნიჭიერი დიზაინერი აღმოჩნდა. მისი სამოსი მოდურ ქალბატონებს მეტ თავდაჯერებულობას ჰმატებს.
სელებრითები ტატუს მეშვეობით საკუთარ იდენტობას ხაზს უსვამენ. მათი მოხატული სხეულის სხვადასხვა ნაწილი მეტ ყურადღებას იქცევს. ტატუირებულ ვარსკვლავებს შორის სალომე ღვინიაშვილი ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს, მის ტანს არა ერთი ტატუ იკავებს. ყოფილმა მოდელმა ტატუების მოხატვა უმეტესწილად ქვედა და ზედა კიდურებზე გადაწყვიტა. მორიგი მოხატულობა ლათინური ასოებით გადაწყვიტა. მის ხელს წარწერა - May the whole earth know love დაემატა. რაც თავის მხრივ ულევი სიყვარულის გამოხატვაა. შეგახსენებთ, სალომე პირველად ადრეულ ასაკში დაოჯახდა. მისი ახლად შექმნილი ოჯახი მალე დაინგრა, სალომეს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს.
მის შვილებს შორის არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ვირტუალურ სივრცეზე დაყრდნობით - დათო, ტასო და ნიტა ხიზანიშვილები ერთმანეთს კარგად უგებენ და მეგობრობენ. სალომე უფროს ვაჟს დათუნას ეძახის, ის 18 წლისაა, ხოლო პატარა გოგონები - ტასო და ნიტა სალომეს და ვეტერან ფეხბურთელის, ზურა ხიზანიშვილის საერთო შვილები არიან.
უფროსი ვაჟი დედასთან და მამინაცვალთან ერთად არც ისე ხშირად ჩანს. სავარაუდოდ, თინეიჯერს ობიექტივთან გამოჩენა არ უყვარს. ამიტომ, უამრავ თაყვანისმცემელს შთაბეჭდილება რჩება, რომ ის ოჯახის წევრებთან ერთად არასდროს იმყოფება.