ფულადი გზავნილები კორონავირუსის ეპოქაში: საქართველოში ნაკლები ვალუტა შემოდის

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიფულადი კუპიურები
ფულადი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპრილში რუსეთს, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, იტალიამ გაუსწრო

თბილისი, 16 მაისი – Sputnk. 2020 წლის აპრილში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა 42,3%-ით შემცირდა და დაახლოებით 79,1 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

ვენეცია - Sputnik საქართველო
დასაქმდება თუ არა ლეგალურად ათასობით ემიგრანტი იტალიაში: სამთავრობო კოალიციის გეგმა

2020 წლის მარტში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 61,8%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ აპრილში დაახლოებით 13,1 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 16,6%-ია.

რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის აპრილში პირველობა იტალიას დაუთმო.

იტალიიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 13,4 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა – ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 16,9%-ია.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

რამდენი ვალუტა გამოგზავნეს საქართველოში

იტალია - Sputnik საქართველო
ელჩი: იტალიიდან საქართველოში დაბრუნების მსურველთა რიცხვი შემცირდა

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების მეშვეობით 2020 წლის იანვარ–აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილები 9,4%-ით შემცირდა და დაახლოებით 467,9 მლნ დოლარი შეადგინა.

ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი – იანვარ–აპრილში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 93,4 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა – ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 20%-ია. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმოირიცხა 27,6%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

რატომ შემცირდა ვალუტის შემოდინება?

ეკონომიკური გაურკვევლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე და ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნის გამო შეიქმნა, კვლავ გრძელდება.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი EBRD-ს პროგნოზს პესიმისტურად მიიჩნევს

ქართულმა საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ჩაატარა კვლევა და კორონავირუსის გავრცელების პერიოდში საქართველოს ეკონომიკისთვის შესაძლო რისკები დაადგინა.

კომპანიის ანალიტიკოსების პროგნოზით, მსოფლიო კრიზისის ფონზე საქართველოში შესაძლებელია ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი განვითარდეს: ოპტიმისტური, საშუალო სიმძიმის და პესიმისტური.

სამივე სცენარი გულისხმობს ქვეყნისთვის ძირითადი შემოსავლების შემცირებას - ეს არის უცხოური ინვესტიციები, გზავნილები, ექსპორტი და ტურიზმი, სხვაობა მხოლოდ იმ თანხაშია, რომელიც შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს.

რამდენი ვალუტა გაიგზავნა საქართველოდან

აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 10 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 47,7%-ით ნაკლებია.

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოდან საზღვარგარეთ დაახლოებით 64,1 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 9,6%-ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელი.

ყველა ახალი ამბავი
0