თბილისი, 16 მაისი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ორშაბათს, 18 მაისს თბილი და დროგამოშვებით მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი.
მზე 05:37 საათზე ამოვა და 20:17 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 14, დღისით მაქსიმალური კი პლუს 25 გრადუსი იქნება.
ქარი წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.