15 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 15 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–20 მაისი

12-20 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას სატურნი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ადამიანები არ არიან კომუნიკაბელური, ისწრაფვიან მარტოობისკენ და ყველაფრის მუქ ფერებში დანახვა ახასიათებთ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60, 64.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დანდური.

ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე ფრთხილი, ეჭვიანი და უნდობი ადამიანები არიან. ისინი ყველაფერს წინასწარ კარგად აანალიზებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებენ. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მაგრამ თუ მათი ახლობლებიდან ვინმე გასაჭირში ჩავარდება, ეს ადამიანები აუცილებლად დადგებიან მათ გვერდით და ყველანაირად დაეხმარებიან მათ. მართალია, გარეგნულად პირქუში და მარტოხელები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, რადგან ისინი ასე იმალებიან და თავს იცავენ. ამ დეკადაში დაბადებულებს ბედნიერსა და წარმატებულს მხოლოდ ადამიანების ნდობა, გულღიაობა, საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლით სიხარული გახდის.

15 მაისს დაბადებულები

15 მაისს ინიციატივიანი, მიზანსწრაფული და ცხოვრების გზაზე თავდაჯერებით მიმავალი ადამიანები იბადებიან. ამ დღეს დაბადებულების ცხოვრება მათ არჩევანზეა დამოკიდებული: თუ ბოროტების გზას აირჩევენ, ეგოისტი, მარტოხელა და წარუმატებელი ადამიანები იქნებიან, ხოლო თუ სიკეთის გზას აირჩევენ - მათი ცხოვრება ბედნიერებით, სიხარულით იქნება სავსე, მათ გარშემო ერთგული და კეთილი ადამიანები იტრიალებენ.

ამ დღეს დაბადებულები ისე, რომ ამას თავადაც ვერ ხვდებიან, გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავენ. მათ ჰგონიათ, რომ არაფერ ჯადოსნურს არ აკეთებენ, უბრალოდ, რატომღაც, კარგად ხედავენ, რა ხდება მათი ახლობლების გულებში. ისინი ხვდებიან, რომ არაფერ განსაკუთრებულს არ აკეთებენ, ამიტომ მშვიდად არიან საკუთარ თავთან დაკავშირებით და არ ფიქრობენ, რომ გამორჩეული მომხიბლაობით გამოირჩევიან.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

მათი მომხიბლაობა მალევე არ იჩენს თავს. გარშემომყოფები მოულოდნელად ხვდებიან, თუ რა ზებუნებრივი უნარებით გამოირჩევა მათი ნაცნობი - 15 მაისს დაბადებული. ყველაზე ჩვეულებრივ ყოველდღიურ პრობლემებში მათ შეუძლიათ სხვისი სულის ყველაზე მიმალული სიმის შერხევა ორიგინალური და მაგიური საშუალებებით. საკუთარ ფსიქიკაში ძალიან ჩაღრმავებამ რომ ისინი მარტოობამდე არ მიიყვანოს, სჭირდებათ თვითგამოხატვის, საკუთარი აზრებისა და იდეების გადმოცემის შესაძლებლობები. თუ ამისთვის ბავშვობაში ოჯახური წრე და ახლო მეგობრები საკმარისია, შემდეგ უკვე დიდი აუდიტორიის წინაშეც შეუძლიათ გამოსვლა თავიანთი იდეებითა და მოსაზრებებით. ეს შეიძლება იყოს სცენა, კინემატოგრაფია, ან პედაგოგიური საქმიანობა.

ამ დღეს დაბადებულები ბუნების დიდი თაყვანისმცემლების არიან. შეუძლიათ მუშაობა ლანდშაფტის დიზაინერად, ან, თუნდაც საკუთარ ეზოში მშვენიერი ბაღის გაშენება. მსგავს ნებისმიერ სფეროში საქმიანობისას მათ წარმატება ელოდებათ.

რაც შეიძლება სრულყოფილად რომ გამოხატონ თავიანთი თავი, 15 მაისს დაბადებულებმა უნდა აკეთონ ის, რაც უყვართ. რადგან არ არიან აგრესიული, ხანდახან ცდილობენ, მთლიანად ჩრდილში დადგნენ და თავი არანაირად არ გამოავლინონ. მათთვის აუცილებელია, ადრეული ასაკიდან ისწავლონ დამოუკიდებლად ცხოვრება და მოქმედება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. თუ ხელისუფლებაში მოდიან, ეს, როგორც წესი, მოწიფულ ასაკში ხდება, როდესაც ხანგრძლივ გზას გაივლიან და უკვე მომზადებულად და თავდაჯერებულად გრძნობენ თავს.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

არცთუ იშვიათად ეს ადამიანები მარტო რჩებიან, მაგრამ ცხოვრების გზაზე არაერთი, შეიძლება ითქვას, იდეალური ურთიერთობები აქვთ. მათ ძალიან უყვართ თავიანთი შვილები და მათთვის საუკეთესო მეგობრები ხდებიან.

ჯანმრთელობა

15 მაისს დაბადებულების ბუნებისგან კარგი ჯანმრთელობა ეძლევათ. მაგრამ საფრთხეს წარმოადგენს რეალური ცხოვრებიდან მოწყვეტა. ამას მათ უნდა დაუპირისპირონ სპორტი, ფიზიკური აქტივობა, თუნდაც ცეკვა. დიეტის დაცვა სავალდებულო არ არის; თუმცა, ტკბილეულით გატაცება მაინცდამაინც არ ღირს. მათი სუსტი ადგილებია ფილტვები, ბრონქები და ყელი.

რჩევა:

გაითვალისწინეთ საკუთარი წინააღმდეგობებით აღსავსე ნატურა - საჭირო არაა ენთუზიაზმის დამუხრუჭება. მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტროლი არ დაკარგოთ. თუ მზად ხართ წინსვლისთვის, თამამად იარეთ. გაუზიარეთ თქვენი გულისტკივილი მეგობრებს, იმხიარულეთ მათთან ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0