გახარია: საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდება

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებამ 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აღარ გაახანგრძლივებს საგანგებო მდგომარეობას, რომლის მოქმედების ვადაც 22 მაისს მთავრდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.  

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც შემდეგ 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდეგ პრეზიდენტს და, შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიზნით”, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნა შეზღუდვების სრულ გაუქმებას არ გულისხმობს.

„ჩვენ პარლამენტს მივმართავთ, რათა საკანონმდებლო დონეზე მოხდეს იმ შეზღუდვების შენარჩუნება, რომლებიც რისკების მართვის შესაძლებლობას მოგვცემს“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გამოჯანმრთელდა 393 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3873, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 404 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0