ბარკალაია: პანდემიით დაზარალებული, კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დაიწყო
„კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან ექვსი კვირის განმავლობაში განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე - www.moh.gov.ge. ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, მეწარმე ფიზიკურ პირები, პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ინდივიდუალური მეწარმეები“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.