ისრაელმა საქართველო მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

© Pixabay / judithscharnowskiიერუსალიმი
იერუსალიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელი იმ რვა ქვეყნისთვის, რომელიც სიაშია შესული, მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ისრაელის მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ დაასახელა ქვეყნები, რომლებიც სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება, ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

ისრაელის მთავრობა ამ ქვეყნებისთვის "მოგზაურობისთვის უსაფრთხოს" სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს.

„სულ 8 ქვეყანაა! ის, რომ საქართველო ამ სიაშია, ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ყველაზე მთავარი - ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა! თუ ასე ერთობით და ერთსულოვნებით გავაგრძელებთ, სხვა ბევრ კარგ შედეგს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის!“ – დაწერა ჟვანიამ.  

სასტუმრო „ჰილტონი“ ბათუმში - Sputnik საქართველო
ტურიზმი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - საქართველოში სასტუმროებს რეკომენდაციებს აძლევენ

კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით ხელისუფლებაც მშვიდ ზაფხულს პროგნოზირებს და შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან, ხოლო უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრის 1 ივლისიდან გახსნას გეგმავს.

ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების კუთხით, რომელიც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ასევე მიღწეულია შეთანხმება სექტემბერში საქართველოში ტურიზმის მინისტერიალის გამართვის შესახებ, რომელზეც განხილული იქნება, თუ როგორ მოხდება ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება და ეს იქნება კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ტურიზმის კუთხით ჩატარებული პირველი ღონისძიება.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი 652 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 383 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4246, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 394 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

27 აპრილიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0