13 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 13 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–20 მაისი

12-20 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას სატურნი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ადამიანები არ არიან კომუნიკაბელური, ისწრაფვიან მარტოობისკენ და ყველაფრის მუქ ფერებში დანახვა ახასიათებთ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60, 64. 

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დანდური.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე ფრთხილი, ეჭვიანი და უნდობი ადამიანები არიან. ისინი ყველაფერს წინასწარ კარგად აანალიზებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებენ. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მაგრამ თუ მათი ახლობლებიდან ვინმე გასაჭირში ჩავარდება, ეს ადამიანები აუცილებლად დადგებიან მათ გვერდით და ყველანაირად დაეხმარებიან მათ. მართალია, გარეგნულად პირქუში და მარტოხელები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, რადგან ისინი ასე იმალებიან და თავს იცავენ. ამ დეკადაში დაბადებულებს ბედნიერსა და წარმატებულს მხოლოდ ადამიანების ნდობა, გულღიაობა, საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლით სიხარული გახდის.

13 მაისს დაბადებულები

13 მაისს დაბადებულებს ბედისწერა არაორდინარულ ცხოვრებისეულ გზას უმზადებს და დიდ შემოქმედებით შესაძლებლობებს აძლევს. მათ შორის არის უამრავი ნიჭიერი მსახიობი, მუსიკოსი, მწერალი, გამომგონებელი. რა საქმითაც არ უნდა დაკავდნენ, ყველაფერში საკუთარი ინდივიდუალობა და შემოქმედებითი მიდგომა შეაქვთ. არაორდინარული და განვითარებული აზროვნება მათ ეხმარება, შეუცდომლად და ზუსტად გააანალიზონ მოვლენები და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.

მათი ფინანსური საქმეები აგებული იქნება ორიგინალურ იდეებზე, გეგმებზე, რომლებსაც შეუძლია როგორც წარმატების, ისე წარუმატებლობის მოტანა. მათ ქორწინებაშიც ასევე იქნება არაორდინარულობა. ოჯახური ბედნიერება მთლიანად მეუღლეების ურთიერთგაგებასა და მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ამ დღეს დაბადებულები ძალიან ხშირად სარგებლობენ საყოველთაო სიყვარულითა და პოპულარობით, რასაც ადვილად და ძალისხმევის გარეშე აღწევენ. მათ, თავიანთი არაორდინარული აზროვნებითა და ძლიერი ნებისყოფით ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. მათ შეხედულებებსა და მოსაზრებებში იკვეთება ანალიზისა და კრიტიკისკენ სწრაფვა, რომელიც ყოველთვის არ არის ტაქტიანი და მეგობრული. ხანდახან ისინი, გარდა სიტყვიერისა, ფიზიკურ ბრძოლაზეც არ იხევენ უკან. თუ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, მას დამოუკიდებლად იშვიათად უმკლავდებიან, ესაჭიროებათ პროფესიონალის დახმარება. ამ დღეს დაბადებულებს უჭირთ ადამიანებთან დაახლოება, მაგრამ ვისაც ახლობლად სცნობენ, ისინი მუდამ მათ მზრუნველობას შეიგრძნობენ.

13 მაისს დაბადებულებს ძალიან უყვართ ტურიზმი. მათთვის მოგზაურობის ნებისმიერი ფორმა და ვარიანტია მისაღები. გადაადგილების გარეშე ვარდებიან დეპრესიაში, ქვეითდება მათი თვითშეფასება. სამუშაო ამ ადამიანებისთვის, უპირველესად, წარმატების საფუძველია და ასევე, ფულის გამომუშავების საშუალება. მაგრამ ხანდახან ისინი, ეყრდნობიან რა ბუნებისგან ბოძებულ ნიჭს, თავიანთ პროფესიულ ზრდას აფერხებენ. ხშირად ამ მსუბუქ დამოკიდებულებას რაიმე დრამის ან ცხოვრებისეული სიმწრის შემდეგ იცვლიან. თუ ტრაგედია არ მოხდა, დროთა განმავლობაში მათი მსოფლაღქმა თანდათანობით იცვლება.

თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი - Sputnik საქართველო
ინდური ჰოროსკოპი – დაინახეთ საკუთარი თავი განსხვავებული რაკურსით

ჯანმრთელობა

13 მაისს დაბადებულებს ჯანმრთელობა, მათი ბუნებრივი ენერგიიდან გამომდინარე, კარგი აქვთ. მათ უარი უნდა თქვან ანტიდეპრესანტებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების მიღებისგან, რადგან ამას მათ ფსიქიკაზე გავლენა და მათი შრომისუნარიანობის დაქვეითება შეუძლია. ამ ადამიანებისთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტია სუფთა ჰაერზე ყოფნა, სეირნობა პარკსა თუ ტყეში, ადამიანებთან ურთიერთობა, ფიზიკური სავარჯიშოები, საინტერესო საქმის კეთება. კვების მხრივ, სჯობს, დაიცვან დიეტა, რომელშიც იქნება ნაკლები ხორცი და პური და მეტი ხილ-ბოსტნეული.

რჩევა:

იყავით უფრო სერიოზული, მოიშორეთ უზრუნველობა. იოლ გზას არ მოაქვს სიხარული; ბუნებრივი ნიჭის სრულ რეალიზაციას მხოლოდ თვითსრულყოფა, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იძლევა. ნუ უკუაგდებთ კრიტიკას თქვენ მიმართ, ის შეიძლება სასარგებლო და კონსტრუქციული აღმოჩნდეს და ნაკლოვანებების აღმოფხვრაში დაგეხმაროთ.

ყველა ახალი ამბავი
0