მოსკოვში ქართველთა დახმარების შტაბი ამოქმედდა

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი პანდემიის დროს
მოსკოვი პანდემიის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
შტაბი ადამიანებს კონსულტაციებს გაუწევს მიგრაციის საკითხებში. კერძოდ, ეს შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადების გაგრძელებას, საქართველოში დაბრუნებას და ა.შ.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. მოსკოვში ამოქმედდა საკონსულტაციო შტაბი, რომელიც რუსეთში კორონავირუსის პანდემიის რთულ პირობებში აღმოჩენილ ქართველებს დაეხმარება, იუწყება რუსულ–ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის პრეს-სამსახური.

შტაბი ორგანიზებულია დიასპორების საკითხებში ახალი დეპარტამენტის მიერ, რომელიც აღორძინებისა და განვითარების ფონდთან საქმიანობს.

შტაბი ადამიანებს კონსულტაციებს გაუწევს მიგრაციის საკითხებში. კერძოდ, ეს შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადების გაგრძელებას, საქართველოში დაბრუნებას და ასევე ქვეყანაში ყოფნის ვადების დარღვევას. 

პავილიონი „საქართველო“ აგროკლასტერში „ფუდ სიტი“ - Sputnik საქართველო
ქართული დიასპორარუსეთში ახალ პლატფორმაზე გაერთიანდება

მოსალოდნელია, რომ შტაბი ქართველ თანამემამულეებს ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებასაც გაუწევს. მათ ასევე დაეხმარებიან დაღუპული მოქალაქეების ტრანსპორტირების საკითხშიც.

შტაბისთვის მიმართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, დამოუკიდებლად იმისა, პირი არის თუ არა ქართული დიასპორის წევრი.

რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდი 2015 წლის 1 ივნისიდან მოქმედებს. მასთან სამი დეპარტამენტი ფუნქციონირებს: რუსეთისა და საქართველოს სოციალურ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და ახლადშექმნილი - დიასპორების საკითხების დეპარტამენტი.

ყველა ახალი ამბავი
0