Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში უსიმპტომო პაციენტები საკმაოდ ცოტაა

© press-service of Infectious Diseases and AIDS Centerთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსუბუქი და მცირე სიმპტომიანი პაციენტების რაოდენობა გაცილებით მეტია და 80%-ს შეადგენს, განაცხადა ინფექციონისტმა.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. საქართველოში უსიმპტომო პაციენტების რაოდენობა ცოტაა და მათი რაოდენობა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების საერთო რაოდენობის ერთ ან ორ პროცენტს შეადგენს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. 

ტესტი - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან 349 ადამიანი გამოჯანმრთელდა

მისი სიტყვებით, საერთაშორისო სტატისტიკა და ქართული გამოცდილება აჩვენებს, რომ შემთხვევების 80%-ში დაავადება მსუბუქად მიდის. დაახლოებით 14-15% მძიმე შემთხვევებზე მოდის. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს, რომლებიც ინტენსიურ თერაპიას საჭიროებენ, მსოფლიო სტატისტიკით მათი რაოდენობა 5%-ია, ქართული სტატისტიკით კი 4%.

„სინამდვილეში ძალიან ცოტაა აბსოლუტურად უსიმპტომო პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურაც ნორმალური აქვთ და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნებათ. ეს შეიძლება ერთი-ორი პროცენტი იყოს, მეტი არა. მსუბუქი და მცირე სიმპტომიანი პაციენტები კი გაცილებით მეტია“, – განაცხადა ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი საფრანგეთში 19,5%-ია, გერმანიაში - 4,5%, საქართველოში კი 1,5%. ამასთან, მან განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სიფრთხილე მომავალშიც უნდა გამოიჩინონ.

სპეციალისტმა ასევე კომენტარი გააკეთა კორონავირუსის მქონე პაციენტების ბინაზე მკურნალობის უცხოურ პრაქტიკაზე. მისი განცხადებით, ასეთ შემთხვევებში ჰოსპიტალიზაცია გაცილებით ეფექტურია.

„ჩვენთან პაციენტის მდგომარეობა როცა დამძიმდება, მას ექიმები თავზე ადგანან, პირველივე საათში აღმოუჩენენ დახმარებას, ხოლო უცხოეთში პაციენტმა თავად უნდა იზრუნოს იმაზეც, რომ რეანიმაციულ განყოფილებამდე მივიდეს, ზოგჯერ რიგში დგომა უწევს და ა.შ. ანუ, იქ დაგვიანებით უწევენ დახმარებას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ გვაქვს ლეტალურ შემთხვევებში ასე დიდი განსხვავება?“ – აღნიშნა ცერცვაძემ.

12 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი, გარდაიცვალა 11 პირი.

ყველა ახალი ამბავი
0