თბილისი, 10 მაისი - Sputnik. სომხეთში COVID-19-ი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3313-მდე გაიზარდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
შედარებისთვის, 9 მაისს ქვეყანაში იყო 3175 დადასტურებული შემთხვევა. ამგვარად, ერთ დღე-ღამეში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 138-ით.
დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ახალი მონაცემებით, კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ქვეყანაში გარდაიცვალა 45 ადამიანი (1 ადამიანი გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა). კორონავირუსის დიაგნოზით სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალა 15 ადამიანი (სამი გასულ დღე-ღამეში).
საერთო ჯამში COVID-19 1325 პაციენტმა დაამარცხა. მკურნალობის კურსს 1928 ადამიანი გადის. ქვეყანაში კორნავირუსზე სულ 31 590 ტესტი ჩატარდა.
აღნიშნულია, რომ ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 74 წლის ქალი, რომელსაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.
შაბათს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული უსაფრთხოების წესების დაცვა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება საჭირო. თუ ბოლო დღეების დინამიკა შენარჩუნდება, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ყოველ 15 დღეში გაორმაგდება. ამგვარად, არსებული ტენდენციის მიხედვით, 24 მაისს ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მიაღწევს 6 350-ს, ხოლო 8 ივნისს - 12 700-ს.